aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“7 წლის შემდეგ “ქართუს” ბიჭები სად იქნებიან, ღმერთმა იცის”: “ნაცმოძრაობამ” ბოიკოტი გამოაცხადა და სხდომა დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრი რომან გოცირიძე საპარლამენტო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და “ქართული ოცნება” კონსტიტუციის ცვლილებების გამო მძაფრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია ერთპარტიულია და მომავალში ყველაფერი სხვანაირად იქნება.

“თქვენ არ გინდათ, რომ იყოს პროპორციული არჩევნები და არ გინდათ პრეზიდენტი იყოს არჩეული პირდაპირი გზით. თქვენ ყველაფერი გადაავადეთ 7 წლით. ვერ ეღირსებით საკუთარი პრეზიდენტის დასმას ვიღაც ხმოსნების მიერ. 7 წლის შემდეგ ოცნება კი არა ქართუს ბიჭები სად იქნებიან ღქმერთმა იცის. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში” – განაცახადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს სხდომა, სადაც დღეს უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება, რომელიც უმრავლესობამ სამი მოსმენით უკვე მიიღო. მანამდე პარლამენტში ოპოზიცია თავის პოზიციას აფიქსირებს.

იტვირთბა....