aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართულმა ღვინომ იაპონიაში „საკურას“ ჯილდოები მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

შვიდმა სხვადასხვა დასახელების  ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჯილდოებს შორისაა:  „ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია ქინძმარაული; „ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ოქრო“ – „მწავნე 2015“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული; „ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.

სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.

იტვირთბა....