aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქართული წარმოების “თათარა” ირანის და აშშ-ს ბაზარზე გავიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული წარმოების დაფასოებული თათარა ექსპორტზე ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა. შპს „გრეიფის” წარმომადგენელი, დავით რამაზაშვილი რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საცდელმა პარტიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და თვის ბოლოს ერთ ტონამდე შეკვეთასაც ელოდებიან. რამაზაშვილი ამბობს, რომ ირანის ბაზარზე შესვლაში პარტნიორი დაეხმარათ, ამჟამად დაფასოებული თათარა თეირანის მსხვილ მარკეტებშია განთავსებული და აკვირდებიან, როგორი იქნება გაყიდვების ტემპი. შპს „გრეიფის” წარმომადგენელი ამბობს, რომ ნიმუშები გაგზავნილი აქვთ რუსეთშიც და პასუხებს ელოდებიან.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ამჟამად პროდუქციის შეტანა მსხვილ მარკეტებში ხდება და ახალ წლამდე თბილისი მთლიანად ათვისბეული იქნება.

წყარო: Commersant

იტვირთბა....