aviabiletebi
ვიდეო მთავარი საზოგადოება

რატომ არის ფაეტონი გამორჩეული რესტორანი: ფაეტონის მთავარი მზარეულის ინტერვიუ “მეტრონომთან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუ  ქართული სამზარეულო გიყვართ და ახალი გემოს აღმოჩენა უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ „ფაეტონს“ აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ეს დასკვნა მას შემდეგ გავაკეთეთ, რაც რესტორნის მთავარ მზარეულს  დავით გიორგბერიძეს ვესაუბრეთ. “მეტრონომმა” გადაწყვიტა გაერკვია, რა კერძები  ხიბლავს ქართველ და უცხოელ სტუმრებს რესტორან “ფაეტონში” სტუმრობისას.

„ფაეტონის“  მთავარი მზარეულის განცხადებით, სხვა ქართული რესტორნებისგან განსხვავებით, მას  თავისი ხელწერა განასხვავებს  – მომზადების ტექნოლოგია, ხარისხი და ახალი ინგრედიენტები.

„ფაეტონის“ სამზარეულოში უმაღლესი ოსტატობით, გამოცდილი და კრეატიული მზარეულების მიერ შექმნილი კულინარიული შედევრები ახალ სიცოცხლეს სძენს ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა:  ხაჭაპური, მწვადი, ქაბაბი, ფხალეული, ჩაქაფული … და ა. შ.

“ფაეტონის” მზარეული ამბობს, რომ მათი საფირმო კერძები სტუმრებს ძალიან მოსწონს, მათ შორის ყველაზე გამორჩეული  ხბოს ხორცით და ბატკნის ხორცით მომზადებული კერძია.  მისი თქმით, მომხმარებელი მის მიერ მომზადებულ მწვადსაც განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს.

„ფაეტონი“ სტუმრებს ძირითადად ქართულ  მენიუს სთავაზობს. მზარეულის განცხადებით,  ყველანაირ გემოვნებას ითვალისწინებს და მენიუში ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანიც აქვს.  მისი თქმით, “ფაეტონში” მუდმივად ხდება სეზონის მიხედვით მენიუს გადახალისება.

იტვირთბა....