aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული მხარე ჟენევის მოლპარაკების პირველ შეხვედრას  პოზიტიურად აფასებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული მხარე ჟენევის მოლპარაკების პირველ შეხვედრას  პოზიტიურად აფასებს.  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ინფორმაციით, პირველი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ორმხრივ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაზე იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის, გადაადგილების შეზღუდვისა და ე. წ პასპორტიზაციის საკითხს  ეხება.  ასევე საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტირიებზე განათლების საკითხსა და ეთნიკური იდენტობის იძულებით შეცვლის თაობაზეც.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და მისი პირველი რაუნდი გაიმართა 2008 წლის 15 ოქტომბერს. დღევანდელი მდგომარეობით, შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32 რაუნდი, მორიგი 33-ე რაუნდი დაგეგმილია 2015 წლის 6-7 ოქტომბერს.

მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე როგორც სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

იტვირთბა....