მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა სავარაუდოდ, 9 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვას კვირას გეგმავს, სადაც განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ის იქნება, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი რა ფორმით ჩაერთვება.
არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზეც გაიმართება.
ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება.