aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“კორკოტაშვილის პატრიოტიზმსა და სულისკვეთებაში ეჭვი არ მეპარება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” წევრი და დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ გია კორკოტაშვილის პატრიოტიზმსა სულისთკვეთებაში მას ეჭვი არ ეპარება.  მისი თქმით, კონკრეტული მუქარის ფაქტზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დასრულდეს. მისი აზრით, ამ პროცესს არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ სჭირდება.

,,გამოძიების პროცესში ჩვენ არ ჩავერევით და არ აქვს უფლება არც ერთ პოლიტიკოსს გავლენა მოახდინოს გამოძიების მიმდინარეობაზე. მე გიას პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება ნამდვილად და მის პატრიოტულ სულისკვეთებაში. კონკრეტულ მუქარის ფაქტის საქმეზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს ისე, რომ ობიექტურად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოხდეს ყველა მოქმედების ჩატარება. არავითარი პოლიტიკური განცხადებები არ სჭირდება ამ პროცესს”, აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გია კორკოტაშვილი თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე იკითხება.

იტვირთბა....