aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ქართული ოცნება“: ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას შეუერთდნენ, ჩვენი წევრები არასდროს ყოფილან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქიას თქმით, პირები, რომლებიც ოპოზიციას შეუერთდნენ “ოცნების” წევრები არასდროს ყოფილან და პარტიული ბილეთები არ ქონიათ, რადგან უმრავლესობა „რესპუბლიკელია“, ასევე „მრეწველების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები. შესაძლოა, მისივე განმარტებით, ისინი მხარს მმართველ პარტიას უჭერდნენ, თუმცა უკვე ძალიან დიდი ხანია, მათ აქტივობებში აღარ მონაწილეობენ, მათ შორის არც ბოლო არჩევნებზე. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

„ევროპული საქართველო ცდილობს გააგრძელოს ძველი ხრიკები და ხალხი ისევ შეცდომაში შეიყვანოს, მაგრამ ხალხს არ დაავიწყდება ის, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრები ის ადამიანები არიან, რომლებმაც ვერ გაარკვიეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდნენ მხარს თუ „ევროპულ საქართველოს“, – აღნიშნა თამუნა ჯიქიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ზუგდიდში 17 “ოცნების” წევრი მათ შეუერთდა.

იტვირთბა....