aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას”: საბერძნეთში დაღუპული ქართველი გოგოს ჩვილს ძაღლი დარაჯობდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ემიგ­რან­ტთა იმე­დის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლეის მიხედვითაც.საბერძნეთში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გარდაცვლილი იპოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ის მოკლულია.

“იპოვეს ბინაში 2 დღის გარდაცვლილი, დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა….
“ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, თანაუგრძნობენ და სამძიმარს უცხადებენ ოჯახს”,  – წერს შოთა სიხარულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
დაღუპული გოგონას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი, დარეჯან ღამბაშიძე. – წერს სააგენტო “კვირა”.
“ის სამი წლის წინ გავიცანი, ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა დავხმარებოდი, ვთხოვე, მოსულიყო ჩვენს “ქართულ სახლში“, დამპირდა – კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა, ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა… ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“ დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება, იმედი და ყველა მისი საიდუმლო. ბავშვივით გავშრი… სოფო დავკარგეთ, ალბათ, უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის. ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება.ვერაფერს ვშველით”, – წერს დარეჯან ღამბაშიძე.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....