aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველი ამომრჩევლები სჯიან ისეთ პარტიებს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური პოლიტიკოსია.

მისი თქმით, 2016 წელს რთული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რა დროსაც პარტიებს დიდი აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ.

„სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე და მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, რომ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური პოლიტიკოსია, პროდასავლური კანდიდატი, რომელსაც აქვს ძლიერი ევროპული ბექგრაუნდი. ის იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ნატოს წევრობის ძლიერი მხარდამჭერი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა კობახიძეს  სალომე ზურაბიშვილთან დაკაშირებითაც კითხა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ქართველი ამომრჩეველი სჯის ისეთ პარტიებს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთს.

“დასავლური პოლიტიკური ძალა, მთავარია გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს რეალურად იყო პროდასავლური ძალა. ქართველი ამომრჩევლები სჯიან პარტიებს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთს. როდესაც პარტია აცხადებს, რომ პროდასავლურ ძალას წარმოადგენს, უდნა შევხედოთ მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, უნდა აღვნიშნო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. მისი პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც ის არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ თავის წიგნშიც აფიქსირებს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს წინააღმდეგ და ეს არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხს ეხება, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის ნატო-ში გაწვერიანების შანსს. თუ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ის წარმოადგენს პროდასავლურ ძალას, იქნებ, ბატონმა კობახიძემ აგვიხსნას, რატომ დაუჭირა პარტიამ მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იტვირთბა....