aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალთა მოძრაობა” პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას აქციიით აპროტესტებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ათონელის რეზიდენციასთან “ქალტა მოძრაობის” წევრები შეკრიბნენ და საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებენ.

მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასაც მოთხოვს. „ქალთა მოძრაობა“ დიმიტრი გაბუნიას მისი ადვოკატობის დროს გაკეთებული განცხადების გამო უპირისპირდება, რომლითაც მოძრაობის წევრების შეფასებით, მან სექსუალური ძალადობა ნორმად მიიჩნია.

”ქალთა მოძრაობის” დამფუძნებელი, ბაია პატარაია დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ მოქმედების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ზვიად დევდარიანის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ რომელიმე მაღალ თანამდებობას იკავებდნენ ადამიანები, რომლებსაც სექსუალურ შევიწროებასთან ასეთი დამოკიდებულება აქვთ,“ – ამბობს პატარაია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოფიო შამანიდი პრეზიდენტს ქალთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი გაბუნია მაღალ თანამდებობაზე არ უნდა დანიშნოს.

„ამ ადამიანის დანიშვნა, მითუმეტეს, პირველი ქალი პრეზიდენტის მიერ არის მინიმუმ შეცდომა და მაქსიმუმ უკვე ტრაგედია. ეს მოვლენა, როდესაც აირჩია ქვეყანამ ქალი პრეზიდენტი, წესით, უნდა გამხდარიყო ძალიანს სასიხარულო ამბავი ქალთა უფლებების დამცველთათვის, თუმცა, ვხედავთ, რომ პირველივე გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ იყო მცდარი და ძალიან დიდი შეცდომა,“ – განაცხადა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ადვოკატი დიმიტრი გაბუნია 18 დეკემბერს დანიშნა.

იტვირთბა....