aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში, ქალბატონს 10 000 ლარი მოპარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ თხილის მიმღებ პუნქტში, ქალბატონს, რომელიც თხილს იბარებდა, ათი ათასი ლარი მოპარეს. როგორც თხილის მიმღები ქალბატონი შ.დ. ამბობს, მან გადაწყვიტა კლიენტისგან მოტანილი  თხილი გაეტეხა, ვარგისიანობის შემოწმების მიზნით. ამ მომენტში ფულიანი ჩანთა იქვე, პატარა მაგიდაზე დადო. ფულის მომპარავმა, რომელიც, სავარაუდოდ, აკვირდებოდა მის მოძრაობას, ფული აიღო და გაუჩინარდა. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.

“ეს ამბავი სასწრაფოდ შეატყობინეს პოლიციას. ადგილზე მოვიდნენ სამართალდამცავები, ამოღებულია ვიდეომასალები, იმედი გვაქვს, ქურდს იპოვიან”, –  ამბობს დაზარალებული ქალბატონი.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოზიებო საქმიანობა მიმდინარეობს.

იტვირთბა....