aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფრაქცია “ევროპული საქართველო” განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია “ევროპული საქართველო” განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრაქცია “ევროპული საქართველო” “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას” ფრაქციის შექმნაში ხელს არ უშლის და ამ საკითხთან დაკავშირებით ენმ-ის წარმომადგენლებს პარლამენტში ტექნიკურ კონსულტაციებს სთავაზობს.

„ფრაქცია “ევროპული საქართველო” არ უშლის ხელს ენმ-ს ფრაქციის შექმნაში. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს იურიდიული დეტალები, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით გაუგებარი იყოს ჩაუხედავი პირისთვის, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამ თემასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციები გავუწიოთ ენმ-ის წარმომადგენლებს პარლამენტში, რათა მათ შეძლონ ფრაქციის შექმნა და ნორმალური ფუნქციონირება. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ენმ-ისთვის პარლამენტის ფარგლებში საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ მიზნით ჩვენ მზად ვართ ორმხრივ რეჟიმში გვქონდეს ურთიერთობები ენმ-ის წარმომადგენლებთან, საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობის გადმოტანის გარეშე.

ჩვენი განცხადება პარტიის გაყოფის დღეს სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩვენს შორის მოხდეს ტექნიკური და იურიდიული საკითხების დარეგულირება და თანამშრომლობა ამგვარ დეტალებზე ცივილიზებული ჩარჩოების ფარგლებში. სწორედ ამიტომ შესთავაზა სერგო რატიანმა ენმ-ს თანამდებობაზე დარჩენა და იურიდიული საკითხების მოგვარება და სწორედ ამიტომ იქნა დროულად გადარიცხული თანხა სპორტის სასახლისთვის, რათა ხელი არ შეშლოდა 20 იანვრის “ყრილობის” ჩატარებას.

კარგი იქნება, თუ ენმ-ის წარმომადგენლები დღეიდან, ნაცვლად ჩვენთან დაპირისპირების გაგრძელებისა, ფოკუსირდებიან “ქართული ოცნების” ოპონირებაზე და ძალისხმევებს არ დაიშურებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ევროპული საქართველოს” წევრები ამომრჩევლის დაბნევის მცდელობაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....