aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოფხაძე პარლამენტში მივიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული გედევან ფოფხაძე დღეს პარლამენტში მივიდა.

დეპუტატი ეკა ბესელიას შეხვდა.

შეხვედრის დასრულებისთანავე ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში კომუნიკაციის პრობლემა არსებობს.

მისი თქმით, ის ემზადება იმ შეხვედრისთვის, რომელიც მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის მომავალ კვირას შედგება.

„ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ველაპარაკოთ უმრავლესობის შიგნით შუამავალი ჟურნალისტების მეშვეობით და ასე ინტერვიუებით. ჩვენ ერთმანეთში დიალოგი უნდა გვქონდეს, კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და ყველა საკითხი შეიძლება დალაგდეს, იმ პროცედურების სწორი გაწერით, რაც მნიშვნელოვანია უმრავლესობის სრულფასოვანი საქმიანობისთვის“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იტვირთბა....