aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას შეუძლიათ გარკვეული სტანდარტების თავიდან შემუშავება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის დისკრეციას ვერავინ შეცვლის, თუმცა თავად პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას შეუძლიათ გარკვეული სტანდარტების თავიდან შემუშავება.

“არსებობს კონსტიტუციური დისკრეცია და პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი. ძალიან მძიმე დამნაშავეც შეიძლება შეიწყალოს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მას ამისი სურვილი აქვს. თუ ეს რაღაც დონეზე არ დარეგულირდა, გარკვეული საფრთხის მატარებელია იმიტომ, რომ ბოროტად ამის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდეს. ელემენტარულად, ბოროტმოქმედი და საშიში ადამიანი გამოუშვას, თუ მას ასეთი სურვილი გაუჩნდება. ჩვენ ვერ შევუცვლით პრეზიდენტს ამ დისკრეციას, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაც ჩარჩოში ეს დისკრეცია თვითონ უნდა მოაქციოს და შეწყალების კომისიამაც გარკვეული სტანდარტებით უნდა იმოქმედოს. ეს სტანდარტები თავად უნდა დაადგინონ და გაასაჯაროვონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ყოველთვის იქნება სუბიექტურობის და ხანდახან ამ უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც”, – განაცხადა ფოფხაძემ.

იტვირთბა....