aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფონიჭალაში სპეცრაზმელებს დაკავებულის სახლი ალყაში აქვთ მოქცეული

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში ფონიჭალაში კვლავ მორიგი სპეცოპერაცია მიმდინარეობს, როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ,  სპეცოპერაცია უკვე 3 საათია რაც გრძელდება და მათ სახლში არ უშვებენ.  სახლი სპეცრაზმელებს ალყაში აქვთ მოქცეული.

დაკავებულის მამა აცახდებს, რომ მისთვის ამ დრომდე უცნობია მისი შვილის დაკავების მიზეზი, რადგანაც 3 საათის განმავლობაში სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.  მისი თქმით, სახლში იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. მამაკაცი სპეცრაზმელებს უშედეგოდ სთხოვს სახლში შესვლას.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განამვლობაში ფონიჭალაში რამოდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკორეალიზატორობაში ეჭვმიტანილებს აკავებენ.

იტვირთბა....