aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოკაში მოკლული მამაკაცის ახლობლებმა, მკვლელობაში ბრალდებულის სახლებსა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რეგიონული მედიის ინფორმაციით, ფოკაში მოკლული მამაკაცის ახლობლებმა მკვლელობაში ბრალდებულის ორ სახლსა და ოთხ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. მოკლულის ახლობლებმა ბრალდებულის ძმის ფერმის გადაწვაც სცადეს, თუმცა ისინი სამართალდამცავებმა შეაჩერეს. სოფელში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს.

3 დეკემბერს, ფოკაში, 33 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მისივე თანაკლასელმა მოკლა. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული იმავე დღეს დააკავა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სხვისი ქონების დაზიანების ფაქტებზე.

იტვირთბა....