aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი მარიხუანას ექსპორტზე: საქართველოს თავისუფლად შეუძლია მილიარდი ლარის ექსპორტზე ავიდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სამედიცინო მარიხუანის ექსპორტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “წლიდან წლამდე სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სხვადასხვა პროგნოზით, 2024-2025 წლისთვის 25 მილიარდი დოლარის ბაზარი იქნება”.

მინისტრის თქმით, მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში, საქართველოს თავისუფლად შეუძლია ავიდეს მილიარდი ლარის ექსპორტზე, რაც ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს წამოწყება მიმართულია ექსპორტისა და გარე ბაზრისთვის, შესაბამისად, აქ დათვლა ასეთი იოლიც არ არის. შიდა მოხმარებისთვის როდესაც თვლი, გაცილებით იოლია, გახვიდე სწორ ციფრებზე. აქ გასათვალისწინებელია საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა, ვინ იქნებიან დისტრიბუტორები, როგორი იქნება ამ დროს სხვა ქვეყნების პოლიტიკა. ჩვენ ხომ არ ვიცით, ამ ინდუსტრიაში რამდენი ახალი მოთამაშე იქნება, თუმცა ვვარაუდობთ, რომ არანაკლებ მილიარდი ლარის იქნება შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში, მე ძალიან გამიხარდებოდა, თუ ეს ციფრი უფრო მეტი იქნებოდა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

იტვირთბა....