aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი: თქვენ ახერხებთ, გეკიდოთ ბენდუქიძის სურათი და ნათელაშვილის რიტორიკა გქონდეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში დღეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რის შემდეგაც, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა მინსიტრს მიმართა: „კარგია, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა შეუერთდით და არა 2012 წელს, თორემ ძალიან გაგიჭირდებოდათ თქვენი იდეოლოგიური სიწმინდის შენახვა, ყველაზე უსინდისო პოპულარული და პოპულისტური დაპირებების კამპანიის პირობებში. ახლა პასუხს როცა მოსთხოვს ქართველი ხალხი თქვენ პოლიტიკურ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ამ ტყუილებზე, იმედი მაქვს, პარაშუტი გახსნილი გაქვთ, რომ რბილად დაეშვათ უკან ბიზნეს სექტორში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

რაზეც მინისტრმა უპასუხა:

„იცით რა მიკვირს? თქვენ ახერხებთ უკან გეკიდოთ ბენდუქიძის სურათი და შალვა ნათელაშვილის რიტორიკა გქონდეთ და მე მეუბნებით, რომ ჩემი სიწმინდე შეილახება, არ ვიქნები ჩემ იდეებთან, რაც მე მჯერა ეკონომიკაში, იმასთან ვარ კონფლიქტში? გადაასწარით შალვა ნათელაშვილს, დადიხართ ბენდუქიძის სურათით და ეს დისკომფორტს არ განიჭებთ“, – მიმართა ოპოზიციას ფინანსთა მინისტრმა სესიაზე.

იტვირთბა....