aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ლარი სტაბილურად ჯანსაღია და გაუფასურების საფრთხე არ არსებობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი, ცოტნე ყავლაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან სპეკულაციებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების მხრიდან, ლარის კურსთან მიმართებაში:

“მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, ნუ აჰყვებიან სპეკულაციებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან, ლარის კურსთან მიმართებაში, ვინაიდან ეკონომიკური ფაქტორები ლარის კურსის ფორმირებაზე რაც გავლენას ახდენს, არის სტაბილურად ჯანსაღი და გაუფასურების საფრთხე არ არსებობს” – აღნიშნა ყავლაშვილმა.

მისი თქმით, კურსის მერყეობა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არსებობს, გარკვეულ ფსიქოლოგიურ მოვლენებთან არის დაკავშირებული.

“რაც შეეხება მოკლევადიან მერყეობას, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ ლარის კურსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინების საკითხია. მოლოდინი იმის მიმართ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ფენაში არსებობს სტერეოტიპული მოლოდინი, რომ ვინაიდან აგვისტო არის ეკონომიკურად აქტიური თვე და ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის საქართველოში და მაღალია შემოსავლები, ასეთი მოლოდინი არსებობს, რომ ამ თვეში უნდა იყოს ყველაზე დაბალი კურსი. არის ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც აგვისტოს შემდეგ ხალხის გარკვეული კატეგორია ეკონომიკურად გაუმართლებელ, არასწორი დასკვნებით კონვერტირებას ახორციელებს, რაც შემდეგ შესაძლებელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციებით აჟიოტაჟში გადაიზარდოს და მოსახლეობა დაზარალდეს. საუბარია ისეთ პოლიტიკურ სპეკულაციებზე, როგორიც დღეს და წინა დღეებში გვესმოდა. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ სპეკულაციებს, განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მხრიდან წამოსულ სპეკულაციებს ლარის კურსთთან დაკავშირებით ნუ აჰყვებიან”, – განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4630 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4802 ლარი იყო.

იტვირთბა....