aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი სპორტი

ფეხბურთელის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ფეხბურთელის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. როგორც შსს-მ „მეტრონომს“ განუცხადა, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, 239-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, გამოძიება კი გრძელდება 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, “შატილის” სტადიონზე გამართული შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, “მარკ სტარსსა” და გურჯაანის „ალაზანს“ შორის მიმდინარე თამაშისას მოედანზე შეჭრილ გულშემატკივრებსა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო, რის გამოც თამაში ჩაიშალა.

მოგვიანებით, ჩხუბი მოედნის გარეთაც გაგრძელდა, რის შედეგადაც ორი ფეხბურთელი “შპიცით” დაიჭრა.

დაჭრილთა მდგომარეობა სტაბილურია, ისინი საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს.

 

იტვირთბა....