aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება სამართალი

ლაშა თორდია: “თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცახალაძე დამესხა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს. განცხადება თორდიამ, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-თან საუბრისას გააკეთა. თორდიას თქმით, თავდასხმისას ოთარ ფარცხალაძესთან ერთად 3-4 პირი იმყოფებოდა.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ განხორციელებული თავდასხმა სახელმწიფო აუდიტში მის საქმიანობას უკავშირდება.

მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ლაშა თორდია ჰოსპიტალიზირებულია. ამ წუთებში სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს გამოკვლევები უტარდება, მას ტვინის შერყევა აქვს.

შემთხვევა გუშინ თბილსში შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.

იტვირთბა....