aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ფარმაკოლოგიურ კომპანიებს აქვთ რესურსი, რომ ტამიფლუზე ფასები დაწიონ”

“ტამიფლუს” მწარმოებელი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყიდის ამ პრეპარატს. თუკი ვინმე ნახულობს, რომ პაციენტისთვის საზღვარგარეთ უფრო იაფი ჯდება არა იმიტომ, რომ წამალია იაფი, არამედ, ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვა ან კერძო სადაზღვევო პაკეტი უზრუნველყოფს თანაგადახდის ძალიან მაღალ, თითქმის 90 პროცენტს და ეს მცირე ფასი არის დარჩენილი პროცენტი. ჩვენ რა ფასადაც ვყიდულობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟღერების უფლება, რადგან მეორე მხარემ ამის შესახებ უნდა იცოდეს. თუმცა, მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც ამ პრეპარატის დისტრიბუციას აკეთებენ, განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დაწიონ. ჩემი შეხედულებით, ამის რეზერვი და რესურსი მათ აქვთ”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო

 

 

იტვირთბა....