aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ფაეტონი“ – რესტორანი, რომელმაც დროს გაუძლო

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხართ რესტორან „ფაეტონში“, ჩათვალეთ, რომ ხელიდან 19-ე საუკუნის თბილისის ხიბლის სრულად შეგრძნების შანსი გაქვთ გაშვებული.

ეთნოგრაფიული ინტერიერით გაფორმებული და სხვადასხვა შინაარსისა და დასახელების დარბაზების მქონე რესტორანი, მომხმარებელს არჩევანის მრავალფეროვნებას სთავაზობს. „ფაეტონი“ დედაქალაქში ერთ-ერთი ის იშვიათი ადგილია, სადაც ძველქართული და თანამედროვე ცხოვრებისა და გართობის სტილი ერთ სივრცეშია მოთავსებული.

ძველებური აღმოსავლური სტილით გაფორმებული “აზიური” და “VIP თბილისური” დარბაზები მრავალფეროვნების ნათელი მაგალითი და რესტორნის ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა.  სწორედ ამ ორ ოთახში იგრძნობთ 19-ე საუკუნის თბილისის მთავარ მახასიათებლებს – დიდებულების სახლში მოწყობილ სალონებს, ყარაჩოღლების მიერ ფიალით შესმულ ქართულ სადღეგრძელოებსა და რომანტიკოსი მწერლების მიერ მტკვრის პირას განმარტოებებს.

„რესტორნის“ არანაკლებ მნიშვნელოვანი ხიბლი არის ის, რაც დღეს უკვე ძალიან იშვიათი სანახავია – ეზო, რომელშიც კიდევ ერთხელ იგრძნობთ ძველი თბილისის ხიბლს – ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სიმწვანე და სუფთა ჰაერი, რომელსაც მტკვრის ხმა ჰარმონიულად ერწყმის. რაც მთავარია, თბილ ამინდებში შეგიძლიათ, ღია და მწვანე სივრცეში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. აქვე არყის გამოსახდელი საშუალებაცაა და შეგიძლიათ, პირდაპირ თქვენს თვალწინ გამოხდილი სასმლით ისიამოვნოთ.

„რესტორნის“ ხარისხის კიდევ ერთი განმსაზღვრელი ნიშანი ცოცხალი მუსიკაა. ზაფხულში ღია სივრცეში და ზოგადად, ყოველ საღამოს მთავარ დარბაზში თქვენს განწყობაზე ანსამბლი „მუხამბაზი“ იზრუნებს. გარდა ამისა, „ფაეტონის“ სტუმრებს დაუვიწყარ წუთებს სპეციალურად მოწვეული ცნობილი ქართველი მომღერლები აჩუქებენ.

განსახილველად ყველაზე გემრიელი და მთავარი ლუკმა – მენიუ. 2006 წლის დეკემბერში დაარსებული რესტორანი „ფაეტონი“ კერძების ხარისხის თამასას ყოველწლიურად მაღლა წევს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხშირად ახალ სტანდარტებსაც აწესებს. თუ უბრალოდ მეგობრებთან ერთად გსურთ ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნება, შეგიძლიათ, „ფაეტონს“ ესტუმროთ, სპეციალურად გამოყოფილ კუპეში განმარტოვდეთ და განსაკუთრებული გემოს მქონე ქართული კერძებით მწვადით, ხინკალით, ქაბაბით, ხაჭაპურით და ა.შ. ისიამოვნოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რესტორანს საკუთარი საფირმო კერძიც აქვს – „ფაეტონი“. ის ხბოსა და ბატკნის ხორცით მზადდება და ხშირად მომხმარებლისთვის რესტორანში ხელმეორედ სტუმრობის ერთ-ერთი მიზეზია. კიდევ ერთი, აუცილებლად გასასინჯთა კატეგორიიდან, ოქროსფრად დაბრაწული კალმახებია.

ეს ყველაფერი იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომლის გამოც შეგიძლიათ, ეწვიოთ რესტორანს, რომელმაც დროს გაუძლო, გადაიხადოთ იქ ქორწილი, დაბადების დღე, გაატაროთ ცხოვრების ერთი არაჩვეულებრივი საღამო ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად შეიაროთ და ულამაზეს გარემოში უგემრიელესი კერძები დააგემოვნოთ.

 

იტვირთბა....