aviabiletebi
ბიზნესი მთავარი საზოგადოება

„ფაეტონი“ – მაღალი კლასის სტუმრების ფავორიტი რესტორანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მაღალი კლასის ქართული რესტორანი „ფაეტონი”, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, სტუმრებს თავს ულამაზესი გარემოთი  და გამორჩეული კერძებით ამახსოვრებს.

აქ  ეზოში შესვლისთანავე, მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ წალკოტში აღმოჩნდებით, რომელსაც რესტორნის ეთნოგრაფიული ინტერიერი და თბილისური შინაარსი აგვირგვინებს.

„ფაეტონი“ მომხმარებელს  დილის 10 საათიდან  ბოლო სტუმრის წასვლამდე მასპინძლობს.

IMG_4862_edited

„მეტრონომს“  შპს “ფაეტონის” დამფუძნებელი,  ხათუნა ბოცვაძე  იმ სერვისების შესახებ ესაუბრა დეტალურად, რომელსაც სხვაგან ვერ მიიღებთ.

„მეტრონომი“: რა სეგმენტი უკავია რესტორან „ფაეტონს“ და რითი არის ის გამორჩეული?

ხათუნა ბოცვაძე: იმ დღიდან, რაც რესტორანი გაიხსნა,  მაღალი კლასის სეგმენტი გვიკავია. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მომხმარებელს  რესტორანში  ქართული და თანამედროვე ინტერიერის სინთეზი შესთავაზა. ასევე ,„ფაეტონს“ ერთ-ერთ პირველს ჰქონდა პროგრამაში ქართული ცეკვა და ხალხური სიმღერები.

აქ სტუმრებს ძალიან ლამაზი ეზო და ბაღი ხვდებათ,  სხვადასხვა მცენარით თუ ხეხილით მორთული, რაც სხვა რესტორანში შეიძლება ვერ ნახოთ. გვყავს მებაღე, რომელიც ამ ეზოზე ზრუნავს.

-თუ გაქვთ ე.წ. ჩანაწერების წიგნი, რომელიც კლინეტების დამოკიდებულებას ასახავს და რომელი შეფასება გახსოვთ განსაკუთრებულად?

-რა თქმა უნდა, შთაბეჭდილებების წიგნი გვაქვს. სტუმრებს პერიოდულად გამოკითხვის ფურცლებსაც ვურიგებთ. უმეტესად დადებით შეფასებას ვიღებთ. რაც შეეხება შთაბეჭდილებების წიგნს, გვიწერენ, რომ შევინარჩუნოთ კლასი და არ დავკარგოთ; შექებასაც ვიღებთ იმ ფაქტზე, რომ 10 წელია ხარისხს და კლასს ვინარჩუნებთ. თუ რამე შენიშვნა ჩაგვიწერეს, აუცილებლად ვითვალისწინებთ და ვცდილობთ აღმოვფხვრათ.

დასამახსოვრებელი იყო ესტონეთის პრეზიდენტის შეფასება. ჩვენ ქართველ მაღალჩინოსნებს არ ვაწუხებთ ჩანაწერების გაკეთების თხოვნით, ესტონეთის პრეზიდენტმა კი თავად მოგვთხოვა შთაბეჭდილების ჟურნალი, სადაც ძალიან დადებითი და თბილი ჩანაწერი დაგვიტოვა.

IMG_5108_edited

-გამორჩეული სტუმრებიდან კიდევ ვის გაიხსენებდით?

გვყავდა ანტიოქიის პატრიარქი, თავის თანხმლებ სასულიერო პირებთან ერთად, რომელსაც ჩვენთან  საქართველოს საპატრიარქო მანსპინძლობდა. ჩვენი პატრიარქიც უნდა მობრძანებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაესწრო. პრინციპში, ძალიან ხშირად გვყავს გამორჩეული სტუმრები, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტებიდან დაწყებული, სხვა ქვეყნის პირველი პირებით და  გამოჩენილი ადამიანების ჩათვლით.

-„ფაეტონის“ მენიუდან ყველაზე მეტად რომელ კერძს გამოარჩევენ?

-ჩვენი საფირმო კერძები სტუმრებს ძალიან მოსწონთ, მათ შორის – „ფაეტონი“, რომელიც ხბოს ხორცით და ბატკნის ხორცით მზადდება. მომხმარებელი ჩვენ მწვადსაც განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს.

„ფაეტონი“ სტუმრებს ძირითადად ქართულ  მენიუს სთავაზობს.თუმცა ევროპული კერძებიც შესაძლოა მიირთვათ აქ. ყველანაირ გემოვნებას ვითვალისწინებთ; გვაქვს ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანიც.

მუდმივად ხდება სეზონის მიხედვით მენიუს გადახალისება .

რაც შეეხება სასმელს, აქ ღვინის განსაკუთრებულად მრავალფეროვანი მენიუა.

-კარგ გარემოს და მენიუს, საინტერესო გასართობი პროგრამაც სჭირდება. რას სთავაზობთ სტუმრებს?

ჩვენთან წლებია ფოლკლორულ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ფაეტონი“ მოღვაწეობს, რომლებიც სტუმრებს როგორც ხალხურ, ასევე,  ქალაქურ რეპერტუარს სთავაზობს. გვყავს არაჩვეულებრივი მომღერალი მაგდა ნიკოლეიშვილი, რომელიც ცნობილია, როგორც ქართული სიმღერების უბადლო შემსრულებელი. ყოველდღეა ქართული ცეკვებიც, ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეების შესრულებით. ჩვენთან პროგრამა მხოლოდ ცოცხალ შესრულებას ითვალისწინებს.

-რა გარემოს სთავზობთ მათ, ვისაც ქორწილის „ფაეტონში“ გადახდა სურთ?

IMG_4934_edited

რესტორან „ფაეტონში“ ძალიან ლამაზი საქორწილო გარემოა; ხელის მოწერა შესაძლებელია ულამაზეს ეზოში, რაც საქორწილო ცერემონიალს განსაკუთრებულ სახეს აძლევს. ტრადიციად გვაქვს, წყვილი ხანჯლების ქვეშ გავატაროთ, რომელთაც, ჩვენი მომღერლები სიმღერას  უძღვნიან.

ამავდროულად, ჩვენვე შეიძლება შევთავაზოთ წყვილს ქორწილის ორგანიზება, თუ,  რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნებათ.

-რამდენად ხშირად გყავთ სტუმრად ტურისტები?

ძალიან ხშირად და მრავლად გვყავს უცხოელი ტურისტები სტუმრად.  სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ. უცხოელი ვიზიტორები ინდივიდუალურადაც მოდიან.

ხშირად ხდება, რომ ჩვენგან წასული  სტუმარი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რეკომენდაციას გვიწევს და სხვებს ურჩევს, აუცილებლად ესტუმროს რესტორან „ფაეტონს“; ამიტომ, საკმაოდ ხშირად ვიღებთ შეკვეთებს უცხოეთიდან, საიდანაც ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით გვიკავშირდებიან.

IMG_4749_edited

-რომელ კლასსზეა გათვლილი რესტორანი?

-საშუალო და მაღალ კლასსზე. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს ყველანაირი კომფორტი შევუქმნათ.

-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

-სექტემბრიდან ჩვენ სტუმრებს, როგორც ჩვეულ მაღალ კლასს, ასევე, დამატებით ბევრ სიახლეს ვპირდებით.

ასევე, დაგეგმილი გვაქვს კონცერტების სერია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლები.

ამიტომ, თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს; იქ ყველა სიახლე და ინფორმაცია განთავსდება.

ამ და სხვა უამრავი მიზეზის გამო, რესტორანი „ფაეტონი“ სწორედ ის ადგილია, სადაც აუცილებლად დაბრუნდებით!!!

 

reklama

იტვირთბა....