aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება: “ხიდაშელი რაღაც პერიოდი პოლიტიკურ საქმიანობას არ შეეხება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი “რესპუბლიკელი” და პარლამენტის ექს-სპიკერი დავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საკმაოდ ბევრი აქტიური ადამიანის გვერდით დაყენებას აპირებს.

გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” მან განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი რაღაც პერიოდის განმავლობაში პოლიტიკურ საქმიანობას არ შეეხება.

კითხვაზე, იქნება თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში, უსუფაშვილმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა გაღიზიანდა.

„ეს არის ზუსტად ჩვენი სისუსტე, როცა ვცდილობთ ისე შევხედოთ საქმეს, რომ ვიღაცას ვებრძოლოთ, ვიღაცას ვეჩხუბოთ…“ – განაცახადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, მთავარია, ისე ვაკეთოთ საქმე, რომელიც ქვეყანას წაადგება.

იტვირთბა....