aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნება” სრულად შეელეწება ამ პროცესს: უსუფაშვილი ივანიშვილს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შენების მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ის ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ტარდება. მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე. ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული, მაგრამ ვხედავთ, როგორ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი.

ამ ვითარებაში, ჩემთვის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურობის კანდიდატისთვის, მთავარი ამოცანა ქვეყნისთვის უმძიმესი განსაცდელის არიდება ხდება და ვეღარ შემოვიფარგლები მხოლოდ კონკურენტებთან საარჩევნო პაექრობით.

ამიტომ, მივმართავ საქართველოს მოქმედ ხელისუფალს, ბიძინა ივანიშვილს:

მასშტაბური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად და დემოკრატიული განვითრების პერსპექტივის შესანარჩუნებლად გამოაცხადოს ძალაუფლებაზე „ქართული ოცნების“ მონოპოლიის დათმობის კომპლექსური გეგმა, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით.

გეგმის შესაძლო კონკრეტულ კომპონენტებზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ გაზიარებული იქნება დასახული მიზანი და გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულება.

ძალაუფლებაზე მონოპოლიის დათმობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ექნება პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი და ქვეყანა წავა წინ. აღნიშნული გეგმის მხოლოდ გამოცხადებაც კი საძალაუფლებო ბრძოლის ასპარეზად აქცევს ერთ წელიწადში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს გაათავისუფლებს სახიფათო დატვირთვებისგან.

თუ დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლება გააგრძელებს ძალაუფლებაზე მონოპოლიის გაძლიერების მცდელობას, საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერ ფასად გამარჯვების ჩათვლით, მაშინ „ქართული ოცნება“ სრულად შეელეწება ამ პროცესს და ქვეყანას დესტაბილიზაციის ჭაობში ჩატოვებს.

იმედია, ამ კრიტიკულ მომენტში 2012 წლის ოცნება გახდება ხელისუფლების გზამკვლევი…“ – აცხადებს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

იტვირთბა....