aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი – “მეტი შეგვიძლია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა საარჩევნო ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია გამართა.

“მეტი შეგვიძლია”, ეს იქნება უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი. რაც შეეხხება სლოგანს – საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩახატული ქართული ანბანი.

„გარეშე მტრებისა და პერსონალურ ქიშპობაში გართული შიდა პოლიტიკური ძალების გავლენით სულ უფრო ბევრ მოქალაქეს იპყრობს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას მეტი არ შეუძლია და ამ ქვეყანაში მას მეტი აღარ შეუძლია – ამიტომ ბევრი ან ტოვებს ქვეყანას ან რჩება ქვეყანაში, მაგრამ სრულად ემიჯნება საჯარო ცხოვრებას, ანუ საკუთარ სახელმწიფოს. ეს ტენდენცია ქართულ სახელმწიფოს თვითლიკვიდაციისკენ მიაქანებს.

„მეტი>შეგვიძლია „ნიშნავს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის და თვითრწმენის აღდგენას და განმტკიცებას; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველოს და 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთების აღორძინებას; საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საზოგადოების დემოკრატიულ მოდერნიზაციას და ევროპულ ცივილიზაციაში სრულფასოვან დაბრუნებას.

საჭიროა, დავიბრუნოთ აღმაშენებლის, ექვთიმეს, ანწუხელიძის დარი რწმენა, რომ შეგვიძლია და მაშინ ყველაფერს შევძლებთ.  ინდივიდუალური, ეროვნული და სახელმწიფოებრივი წარმატება მოაქვს „მუდმივად მეტი შესაძლებლობების“დოქტრინას, ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ,აგურ-აგურ, რაციონალურ, დაგეგმილ შენებას (და არა „გულხელდაკრეფილ ოცნებურ დგომას“ ან „გაუაზრებელ ნაციონალურ ხტომას“…), “- ნათქვამია საპრეზიდენტო კანდიდატის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....