aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“უნიტაზი მოგლიჯა და ვაზნები ჩარეცხა” – ჭელიძის საქმის პროკურორი დეტალებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოში  აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ფაშისტური მოძრაობის, საქართველოს ეროვნული ერთობის ლიდერის, გიორგი ჭელიძის საკითხზე მსჯელობენ. სასამართლო პროცესზე, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ჭელიძე მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდა.

პროკურორის განცხადებით, ჭელიძის სახლში პოლიციის მისვლისას მან საპირფარეშოში უნიტაზი მოგლიჯა და ვაზნები შიგნით ჩაყარა. მისივე თქმით, ჭელიძემ ვაზნების სრულად ჩარეცხვა ვერ მოასწრო.

დაცვის მხარის განცხადებით, ჭელიძის მიმართ საქმის წარმოება პოლიტიკური ზეწოლაა, რადგან მან მიიღო გაფრთხილება ფაშისტური სიმბოლიკის ტარების შესახებ:

“გიგა ჭელიძეს და მის ორგანიზაციას აქვს ქართული ეთნოგრაფიიდან ამოღებული სიმბოლიკა. ეს არის ბორჯღალო და ბოლნური ჯვარი”,- განაცხადა დაცვის მხარემ.

გოიორგი ჭელიძეს ბრალად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორების თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა საქართველოს ეროვნული ერთობის გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს.

ვიდეოში, რომელიც ფაშისტურმა დაჯგუფებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ჩანს თუ როგორ ვარჯიშობენ იარაღის სროლაში ორგანიზაციის აქტივისტები.

ჭელიძის დაკავების შემდეგ ფაშისტური მოძრაობის ფეისბუქგვერდი წაიშალა. სწორედ ამ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოების საფუძველზე დაიწყო შსს-მ გამოძიება.

იტვირთბა....