aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ციხეში ვერ უნდა ჩამსვან, რადგან არაფერი დამიშავებია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, გიორგი გაბუნიას გადაცემაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მათ შორის იყო შეწყალების საკითხიც, რომლის გამოც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად სასჯელი მიუსაჯეს.

კითხვაზე, მოელის თუ არა ის შეწყალების საქმეზე სამომავლოდ ბრალის წაყენებას, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მას არაფერი დაუშავებია და ციხეში ვერავინ ჩასვამს.

“ციხეში ვერაფრისთვის ვერ უნდა ჩამსვან, რადგან არაფერი დამიშავებია”, – მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ის თეორიულადაც არ განიხილავს, ვინაიდან ამაზე საუბარს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიად აფასებს.

იტვირთბა....