aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უნდა ვილოცოთ, სოროსი იქნება, აბრამოვიჩი თუ ჯეკ მა, აქ მიწის ყიდვა მოუნდეს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე უცხოელებზე მიწების მიყიდვის საკონსტიტუციო ცვლილებას ეხმიანება:

“უცხოელებზე მიწების მიყიდვის აკრძალვაზე დღეს გორში ინაშვილმა თქვა, რომ  „სოროსს შეუძლია ეს ჩვენი მიწები ერთხელ იყიდოს და აბრამოვიჩს შეუძლია ოთხჯერ იყიდოსო“ ამიტომ  მიწის გაყიდვა უნდა აიკრძალოსო.

ანუ, ქართველები მიწების გარეშე დავრჩებითო – ამას ჰქვია ზედაპირული (სხვა სიტყვას არ ვიხმარ) აზროვნება და ურაპატრიოტიზმი.

საქართველოში მიწა იმიტომ ღირს იაფი რომ მყიდველის ნაკლებობაა, მათ შორის უცხოელის. ყიდვის მსურველი რომ მეტი იყოს, ფასიც მაღალი იქნებოდა. მაგრამ არ არის, სამწუხაროდ.

სინამდვილეში საქართველოში მიწების 1%-იც კი არ არის უცხოელი ან უცხოური კომპანიის მფლობელობაში.

მიწის უცხოელზე მიყიდვა არ ნიშნავს ამ მიწის სხვა ქვეყნის იურისდიქციაში გადასვლას (თითქოს მარტივია, მაგრამ არ ესმის ბევრს)

სასოფლო-სამეურნეო მიწების უდიდესი ნაწილი უკვე კერძო მფლობელობაშია. მთავარი პრობლემა ის არის რომ საკუთრების ეს უფლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ სრულფასოვნად (რეესტრში არ არის რეგისტრირებული).

მიწის ფასს დაბლა წევს ის რომ მიწების დიდი ნაწილი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია.

თუ მიწაზე მოთხოვნა გაიზარდა აბრამოვიჩი და სოროსი მოგვადგნენ ბევრი ფულით, მიწის ფასი  გაიზრდება რაც კარგია, რადგან ვისაც აქვს საკუთრებაში, ძვირადღირებული აქტივის მფლობელი გახდება, ანუ გამდიდრდება, რომ არათუ სრულად, დიდი ნაწილის ერთიანად ყიდვასაც კი ვერავინ შესძლებს.

მიწა ეკონომიკური აქტივი/რესურსია და იმის ხელში უნდა იყოს ვინც უფრო ეფექტურად იყენებს. თუ მეტი კეთილდღეობა გვინდა და არა მკერდზე მუშტების ბრახუნი.

მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა დაარტყამს ინვესტიციებს ანუ ეკონომიკურ განვითარებას ანუ სამუშაო ადგილების შექმნას ანუ შემოსავლების გაჩენას/ზრდას ანუ დაგვტოვებს დიდხანს სიღარიბეში. ვისაც ეს არ ესმის, რამე უნდა წაიკითხოს, რამე.

ამიტომ უნდა ვილოცოთ რომ სოროსი იქნება, აბრამოვიჩი თუ ჯეკ მა, აქ მიწის ყიდვა მოუნდეს”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....