aviabiletebi
მთავარი სამართალი

“დადგინდა, ზურაბ ჟვანია გაზით გარდაიცვალა” – გია ბარამიძე მოუწოდებს ყველას უნამუსო ბრალდებები შეწყვიტონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკოსი და ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მეგობარი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გამოყვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ექს-პრემიერის გარდაცვალებაზეა საუბარი. მისი თქმით, ის მოუწოდებს ყველას, დაანებონ ზურას გარდაცვალების თემით სპეკულირებას და მართლა დაასვენონ მისი სული ამ გაუთავებელი ინსენუაციებით და ზურას გულწრფელი მეგობრების მიმართ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უნამუსო ბრალდებები შეწყვიტონ.

“თუ ზურას საქმეზე მომავალში სხვა რაიმე გარემოებები აღმოჩნდება (ბევრს ჯერა რომ ასე მოხდება) უნდა ის ვერსიებიც ბოლომდე სრულად და დროულად იქნას გამოძიებული და არა ხელოვნურად გაჯანჯლებული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. მანამდეკი ექსპერტ ჩაჩუას დასკვნის დადასტურების გამო, ყველამ დაანებოს ზურას გარდაცვალების თემით სპეკულირებას და მართლა დაასვენონ მისი სული ამ გაუთავებელი ინსენუაციებით და ზურას გულწრფელი მეგობრების მიმართ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უნამუსო ბრალდებები შეწყვიტონ.
სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. მომავალში ზოგადადაც და ზურასთან მიმართებაშიც ვინ ვინაა კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. ღმერთმა აცხონოს დიდი ქართველისა და საზოგადო მოღვაწის (ჩემი მეგობრისა და მასწავლებლის) ზურაბ ჟვანიას სული”. – წერს ბარამიძე.

გთავაზობთ წერილს, რომელიც pirveliradio.ge-ზე გამოქვეყნდა, სადაც რესპონდენტი ადვოკატი გიორგი ფანცულაიაა.

“დასრულდა სასამართლო პროცესები, დადგინდა, რომ ჟვანია და იუსუპოვი გაზით გარდაიცვალნენ -ამ განცხადებას, ადვოკატი გიორგი ფანცულაია აკეთებს. მისი ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ დაახლოებით 6-თვიანი ფიქრის შემდეგ გაიზიარა დაცვის პოზიცია და აღარ მიიღო პროკურატურის საჩივარი წარმოებაში. ფანცულაიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ქართულ მართლმსაჯულების სამივე ინსტანციაში სისხლის სამართლის კუთხით აღნიშნული საქმის წარმოება.

“მინდა საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ! ხომ იცით არასოდეს ვწერ ჩემს საადვოკატო სამსახურებრივ სასამართლო პროცესებზე აქ, მაგრამ ეს ეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საქმეს, სადაც საზოგადოების ინტერესი მუდამ დიდი იყო და მხოლოდ ამ პროცესებზე გაწვდიდით პერიოდულად ინფორმაციას. მოკლედ საბოლოოდ დასრულდა აღნიშნული საქმე უზენაეს სასამართლოშიც კი და სამივე ინსტანციაზე დადგა ის შედეგი, რასაც თავიდანვე ვამბობდი, ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ტყუილად ედავებოდნენ უდანაშაულო ადამიანს, ცნობილ ექსპერტ ლევან ჩაჩუას, რომ მან თითქოს არასწორი დასკვნა დადო ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით (სამსახურებრივი გულგრილობა). რეალურად კი გაზით გარდაიცვალა.

მოკლედ, მეგობრებო, პირველი ინსტანციაში დამდგარი შედეგი პროკურატურამ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. იქაც სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რაც გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში, სადაც როგორც წესით ვუპასუხეთ ჩვენი შესაგებლით, რომ აღნიშნული საქმე კანონიერად გადაწყდა პირველ და მეორე ინსტანციებში და უზენაეს სასამართლოში განხილვას არ მოითხოვდა, ამავე დროს უზენაესი სასამართლოს განსახილველ საქმეთა კრიტერიუმებში არ ჯდებოდა. რაც თავისთავად მოიცავდა დიდ და ღრმა დასაბუთებას.

უზენაესმა სასამართლომ დაახლოებით 6-თვიანი ფიქრის შემდეგ გაიზიარა ჩვენი დაცვის პოზიცია და აღარ მიიღო პროკურატურის საჩივარი წარმოებაში, რითაც დასრულდა ქართულ მართლმსაჯულების სამივე ინსტანციაში სისხლის სამართლის კუთხით აღნიშნული საქმის წარმოება. შედეგი არის ნათელი და სამივე ინსტანციაში გამამართლებელი. დადგინდა რომ გაზით გარდაიცვალა. ასევე მინდა იურისტებს ვუთხრა, რომ ამ საქმეზე დადგა ორი ძალიან საინტერესო პრეცედენტი, რომელიც აუცილებლივ გამოადგებათ მომავალ საქმიანობაში ადვოკატებსა და იურისტებს! ყოველივე ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემთან ერთად ადვოკატებს: ბატონ ზურაბ ტაბიძეს და შოთა კვირიკეიშვილს!,” – აცხადებს ფანცულაია.

შეგახსენებთ, 2005 წლის 3 თებერვალს ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია და მისი მეგობარი რაულ უსუპოვი, ერთ-ერთ სახცოვრებელ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა გარკვეული ეჭვები მათი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზებზე, რომ ისინი გაზით გაიგუდნენ. წლების განმავლობაში, დღემდე მუსირებს აზრი და ვერსია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს.

იტვირთბა....