aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

უკრაინის ხელისუფლებამ ისეთ პედესტალზე აწია სააკაშვილი, არც რომ უოცნებია-გვარამია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მიკროავტობუსიდან, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“სააკაშვილი ვერ დაიჭირეს (ხალხმა არ დაუშვა) და შემოიფარგლენ შინაპატიმრობით. შინაპატიმრობისთვის (ანუ სახლში ჯდომისთვის) აყვანის და დაკავების სპეცოპერაცია არ ტარდება;
2. სააკაშვილი რუსეთის აგენტია და რუსულ რევანშს გეგმავს უკრაინაში – სრულიად უსუსური, დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება, რომელსაც არავინ დაიჯერებს, ნუკრი ქანთარიას და გოგა ხაინდრავას მეტი.
3. დაპატიმრებული და სპეცმანქანაში ჩასმული სააკაშვილი ხალხმა გამოიხსნა პატიმრობიდან და ახლა პირდაპირ ეთერში განცხადებას აკეთებს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებით.

მოკლედ, უკრაინის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანად ჩაისვარა და ისეთ პედესტალზე აწია სააკაშვილი, არც რომ უოცნებია. ახლა ელოდოს უმასშტაბურეს გაგრძელებას და ვინ ვის შინაპატიმრობას მოითხოვს, მაგას ვნახავთ.”-წერს გვარამია.

მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს (ვიდეო)

იტვირთბა....