aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

28 წელი პატიმრობაში: ქართველი “კრიმინალური ავტორიტეტი” უკრაინის საზღვართან დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, დაკავებულია ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი.

“პირი „შავი ზღვის საზღვაო პორტის“ საერთაშორისო გამშვებ პუნქტში, საქართველოდან ჩამოსული რეისის მგზავრების გაფორმებისას დააკავეს. სამართალდამცველების ყურადღება ერთ-ერთი მგზავრის ნერვულმა ქცევამ მიიპყრო, რის გამოც მის მიმართ უფრო საფუძვლიანი კონტროლის ჩატარება გადაწყდა. მისი საბუთების დეტალური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოს 48 წლის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტია და 28 წელი პატიმრობაში აქვს გატარებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართველ “ავტორიტეტს” საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა. უკრაინის მხარე ქართველის ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

იტვირთბა....