aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

უკრაინის პროკურატურა: შესაძლოა სააკაშვილის ლიკვიდაცია რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახდინონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობა მოითხოვა, რადგან, მიიჩნევენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა შესაძლოა მისი ლიკვიდაცია მოახდინონ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი კიევში რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

იტვირთბა....