aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინის პროკურატურა სააკაშვილს „ბერკუტის“ ყოფილი მებრძოლების საქმეზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაკითხავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის გენერალური პროკურორის, იანის სიმონოვის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ ყოფილი მებრძოლების საქმეზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაიკითხება.

„ჩვენ შევატყობინებთ სააკაშვილის წარმომადგენლებსა და სასამართლოს, რომ აუცილებელია დადგინდეს დაკითხვის თარიღები, რათა სააკაშვილი მას პირადად დაესწროს. თუ „ახალი ძალების“ ლიდერი არ ჩამოვა უკრაინაში, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაკითხვის ნებართვის მისაღებად“, – განაცხადა პროკურორმა.

ამ საქმეზე სააკაშვილი მოწმის სტატუსით დღეს უნდა დაკითხულიყო, თუმცა ის უკრაინიდან გააძევეს. ის ახლა ვარშავაში იმყოფება.

იტვირთბა....