aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დასავლეთის პოლიტიკოსების აზრით, სააკაშვილი უკრაინის პრემიერი გახდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპა გაკვირვებულია იმით, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მოინდომა სააკაშვილის დაპატიმრება. არავის სჯეროდა, რომ უკრაინა ამ ნაბიჯზე წავიდოდა. ამასთან, დასავლეთის პოლიტიკოსების აზრით, სააკაშვილი უკრაინის პრემიერი გახდება” – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს “აპოსტროფი” დასავლეთის პოლიტიკურ წყაროებზე დაყრდნობით.

იგივე წყარო სვამს კითხვას – გაუწევს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენციას ვინმე უკრაინაში პეტრე პოროშენკოს. როგორც ირკვევა ერთადერთი პერსონა, რომელსაც მხარს ევროკავშირიც დაუჭერს იულია ტიმოშენკოა, რომელმაც, როგორც წყარო იტყობინება, უკვე დაკარგა მეგობრობის შანსი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.

 

იტვირთბა....