aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

უკრაინული გაზეთი სააკაშვილის გამო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინული გამოცემა „დოსტუპ დო პრავდის“ უარი უთხრა იმ დოკუმენტების გადაცემაზე, რომლის მიხედვითაც ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის შესახებ თავად გამოცემა წერს.

„გამოთხოვილი ინფორმაცია უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთვემის შესახებ არის კონფიდენციალური და სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს ეხება, მაგრამ ასეთ ინფორმაციაზე წვდომის წერილობითი ნებართვა უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოდგენილა“, – ასეთი პასუხი დაუბრუნა რედაქციას პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციამ.

გამოცემა „დოსტუპ დო პრავდის“ ამ პასუხის სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებს. როგორც რედაქციაში გნმარტავენ, აღნიშნული მოთხოვნის და შებამისად ინფორმაციის გაცემის შედეგად მიყენებული ზარალი საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა არ დგას.

უკრაინელი უფლებადამცველი ალექსანდრე პავლიუჩენკო აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დარღვევასთან, რადგან ადმინისტრაციას შეეძლო განემარტა, თუ მოთხოვნის რა ნაწილი იყო კონფედენციალური, ამოეღო ის ნაწილი და ისე გამოეგზავნა ადრესატისთვის. მისი თქმით, ეს ასე არ მომხდარა, რაც კანონის დარღვევას ნიშნავს.

შეგახსენებთ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს მას შემდეგ, რაც მან ქვეყანა დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა. თუმცა, მოგვიანებით, თავის მომხრეებთან ერთად, სააკაშვილმა საპასპორტო რეჟიმის გვერდის ავლით მოახერხა უკრაინაში შესვლა.

 

იტვირთბა....