aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება არ განიხილება” – პუტინი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინელი სამხედროების გათავისუფლების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს – ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ბუენოს აირესში, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

რუსეთის ლიდერის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინელი მეზღვაურების გაცვლის საკითხი კიევს არ დაუყენებია.

ახლა ამის დრო არ არის. ჯერ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ უკრაინელების ქმედებები პროვოკაცია იყო“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....