aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

უკრაინელებმა „გაზპრომის“ Facebook-გვერდის რეიტინგი დაწიეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსული კომპანია  „გაზპრომის“ და ფეხბურთის ფედერაციის FIFA-ს რეიტინგი უკრაინელმა ინტერნეტმომხარებლებმა Facebook- ზე  დაწიეს.

უკრაინელები „ გაპზრომს“ კომპანიის  Facebook-გვერდზე,  10 ივლისის შემდეგ რეიტინგში 1-ით აფასებენ,  კომენტარებად კი წერენ “დიდება უკრაინას” , “დიდება ხორვატიას”.

შედეგად, რამდენიმე საათში კომპანიის რეიტინგი 5-დან 1, 5 ქულამდე ჩამოვიდა.  ადმინსიტრაცია იძულებული გახდა, შეფასების ფუნქცია გაეთიშა.

ყველაფერი კი ხორვატი ფეხბურთელების წინააღმდეგ ჯარიმის მინიჭებით დაიწყო. 9 ივლისს, დამაგოი ვიდამ FIFA-ს ფედერაციისგან გაფრთხილება მიიღო. მიზეზი ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე ოგნენ ვუკოევიჩთან ერთად ჩაწერილი ვიდეო გახდა, რომელზეც ის “დიდება უკრაინას” გაიძახის. ვუკოევიჩი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნეს, რადგან ვიდეო თვითონ ატვირთა და გადაიღო, ხოლო ვიდას გაფრთხილების მიუხედავად, თამაშის უფლება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 1998 წლის შემდეგ პირველად გავიდა. ნახევარფინალში ხორვატია ინგლისს შეერკინება.

 

იტვირთბა....