aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სააკაშვილს, რომელიც საკუთარი ხალხის მიერ საქართველოდან იყო გაძევებული, უკრაინაში გადატრიალების მოწყობა უნდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი  უკრაინაში წყლის ამღვრევას ხელისუფლებისადმი ახალი მოთხოვნების წაყენებით კვლავ შეეცდება.  „სახალხო ფრონტის“ ფრაქციის დეპუტატი  ანტონ გერაშენკო ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოდან საკუთარმა ხალხმა გამოაძევა და მას უკან დაბრუნება არ შეუძლია, ამიტომაც უკრაინის გარდა წასასვლელი აღარსად აქვს.

„ უკრაინის ხელისუფლებამ, მომიტინგეებს რა მოთხოვნებიც არ უნდა შეუსრულოს, აქცია მაინც არ დაიშლება. ვინც ამ საპროტესტო მიტინგებს ხელმძღვანელობს, ის სულ ახალ და ახალ მოთხოვნებს წამოაყენებს. ბატონ სააკაშვილს, რომელიც საქართველოდან იყო გაძევებული საკუთარი ხალხის მიერ, საქართველოში დაბრუნება არ შეუძლია. ამიტომაც აქ სურს გადატრიალების მოწყობა. რა კანონები და გადაწყვეტილებებიც არ უნდა მივიღოთ, სააკაშვილი შემდგომშიც შეეცდება წყალი აამღვრიოს ჩვენს ქვეყანაში“, – დასძინა გერაშენკომ.

შეგახსენებთ, დღეს, კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დეპუტატებს პარლამენტის შენობიდან იქამდე არ გამოუშვებენ, ვიდრე ისინი დეპუტატთა იმუნიტეტის მოხსნის და ანტოკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონებს არ მიიღებენ.

აქცია რეფორმების გატარების მოთხოვნით იმართება. დემონსტრაციის ორგანიზატორი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფია, მათ შორის ავტომაიდანი, საპარლამენტო ფრაქციები „სამაპომოში“ და „ბატკივშინა“, ასევე ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაარსებული „ახალი ძალების მოძრაობა“.

იტვირთბა....