aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

88 ათასი ტონა საბრძოლო მასალა და 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია: უკრაინაში სამხედრო საწყობი აფეთქდა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინაში, ჩერნიგოვსკის ოლქში, კიევიდან 160 კილომეტრში სამხედრო საწყობი აფეთქდა, სადაც 88 ათასი ტონა სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალა ინახება. ამის შესახებ უკრაინის და რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

უკრაინის თავდაცვის უწყება ჯერეჯერობით დეტალურ ინფორმაციას ვერ ავრცელებს, რადგან შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოკვლევა. ირკვევა, რომ რიგ ადგილებში, რომელიც ასობით ჰექტარს მოიცავს, აფეთქებების ხმა ახლაც ისმის. თავდაცვის უწყება არც გარდაცვლილებზე საუბრობს. თუმცა, ირკვევა, რომ სამხედრო საწყობის ირგვლი მაცხოვრებლების ევაკუაცია უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყვეტილია სარკინიგზო და საგაერო მოძრაობა.

სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, რომ აფეთქების ხმა ისმის შემთხვევის ადგილიდან 40 კილომეტრ მანძილზეც. ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები.

 

 

იტვირთბა....