aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

უკრაინაში, აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას მეშახტეები, ასევე ჩერნობილისა და ავღანეთის ომის ვეტერანები მართავენ. უკრაინის რადასთან საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას 1tv უკრაინული მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები მგზავრობის შეღავათების მონეტიზაციის გაუქმებას, უნარშეზღუდული ვეტერანებისთვის კომპენსაციის გაზრდას და ქვანახშირის ინდუსტრიის განვითარებისთვის 6 მილიარდის გამოყოფას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან რადას პირველი ვიცე-სპიკერი, ირინა გერაშჩენკო გავიდა.

იტვირთბა....