aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უგულავა: “სააკაშვილის ციხის საფრთხე აღარ არსებობს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას აღნიშნა, რომ პოლონეთში საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ციხე არ ემუქრება რადგან იგი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. უგულავა იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილი პოლონეთიდან გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

„პოლონეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში დაცულია და სააკაშვილის ციხის საფრთხე აღარ არსებობს. ალბათ იქიდან შეძლებს ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ასევე „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას არასწორი ქმედება უწოდა.

„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თავის დროზე უკრაინის მოქალაქეობის მიღება არასწორი ქმედება იყო. ეს მიშას უდავო შეცდომა იყო. ამ შეცდომამ სპირალურად მიიყვანა იქამდე, სადამდეც მიიყვანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოროშენკოს გადაწყვეტილება იყო მართებული მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI  დააკავეს. ცოტა ხნის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი პოლონეთში გაგზავნეს.

იტვირთბა....