aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტურისტი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებას გენინსპექციაში უჩივის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებას გენინსპექციაში ბელარუსიდან ჩამოსული ტურისტი, პაველ კირილოვი უჩივის. კირილოვის თქმით, ზებრაზე გადასვლისას ავტომობილმა გზა არ დაუთმო, შემდეგ კი მძღოლმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ტურისტი ყვება, რომ ადგილზე მისულმა მეორე განყოფილების გამომძიებელმა საქმე მანამდე არ აღძრა, ვიდრე მან გენერალურ ინსპექციაში არ დარეკა.

„ინსპექტორებმა მითხრეს, 5 წუთი მომეცადა, ამის შემდეგ ნახევარი საათი გავიდა, ამის შემდეგ მოვიდა სასწრაფო, მე ცუდად გავხდი, მცემდა რამდენიმე მძღოლი, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთმანეთის ნაცნობები იყვნენ. მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, მათ შორის თავში. როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ, მითხრეს, რომ ჩვენება მიმეცა, მე ვეუბნებოდი, რომ ცუდად ვიყავი და არ შემეძლო. ვეკითხებოდი, ვინ ან რომელი განყოფილებიდან იყვნენ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია,“- განაცხადა კირილოვმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ხოლო პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს კი გენერალური ინსპექცია იძიებს.

იტვირთბა....