aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, კვირის გარკვეულ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, კვირის გარკვეულ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს. ამის შესახებ  თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ღამის თბილისის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომელსაც თებერვლის ბოლოს წარადგენს.

„ჩვენს ხედვას თებერვლის ბოლოს წარმოვადგენთ, თუ რა იქნება პირველი ნაბიჯი. იქნება ახალი ხედვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ჯერ ზოგადად ტრანსპორტის სტრატეგიას წარმოვადგენთ, როგორ ვფიქრობთ 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განვითარებას, როგორი სტრატეგია უნდა გვქონდეს. ცვლილებები იგეგმება ტაქსების მიმართულებითაც. გარკვეული დღეების განმავლობაში კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებში იმოძრავებს“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წანასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაში შედიოდა. როგორც კალაძე აცხადებდა, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.

იტვირთბა....