aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინიზე: ის ამას ძალიან მალე ინანებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ აფრთხილებს. როგორც ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, კიმ ჩენ ინი ძალიან ინანებს, თუ აშშ-ის ან მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე მტრულ ქმედებებს განახორციელებს.

„იმედი მაქვს, ჩრდილოეთ კორეა კარგად ხვდება ჩემი სიტყვების სიმძაფრეს. მე ყოველთვის ზუსტად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრეც გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რომ კუნძულ გუამიზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეაში ისეთი მოვლენები განვითარდება, როგორიც ჯერ არავის უნახავს.

ფხენიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარას მუქარითვე უპასუხა და წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმის განხორციელებას დაჰპირდა.

 

იტვირთბა....