aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრამპი: “კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

„მას შესანიშნავი ხასიათი აქვს და ის ძალიან ჭკვიანია. ეს კარგი შეხამებაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, „კიმ ჩენ ინი ძალიან ღირსეული მომლაპარაკებელია“.

„ჩვენ შესანიშნავი დღე გავატარეთ და ბევრი რამე გავიგეთ ერთმანეთზე და ჩვენს ქვეყნებზე. მე გავიგე ის, რომ კიმი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა“, – დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დღეს სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. როგორც შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შესანიშნავ ურთიერთობები განვითარდება. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.

იტვირთბა....