aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ტრამპი თურქეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთს მკაცრი სანქციებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემუქრება. ამის შესახებ ტრამპმა განცხადება საკუთარ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

მუქარის მიზეზი ამერიკელი პასტორის საქმეა, რომელიც 2016 წლიდან თურქეთის ციხეში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ენდრიუ ბრანსონი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს. ერდოღანის ხელისუფლება მას ამერიკაში მცხოვრებ სასულიერო პირთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს. ამერიკელ პასტორს ჯაშუშობის და ტერიტორიული საქმიანობის მუხლებით აქვს ბრალი წაყენებული. ვაშინგტონი უკვე ორი წელია, სასულიერო პირების გათავისუფლებას უშედეგოდ მოითხოვს. ამერიკელ პასტორს გასამართლების შემთხვევაში 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....