aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ერდოღანი ტრამპს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო აკრიტიკებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის პრეზიდენტის  რეჯებ  ტაიპ ერდორანის განცხადებით,  იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება გაუგებარი ფაქტია. ის  აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გმობს. ერდოღანის თქმით, აშშ-მ გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია. მისი აზრით, ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხებათ და ქრისტიანების პრობლემაც არის. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის დასავლეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრებს.

„მე განვაგრძობ სატელეფონო მოლაპარაკებებს იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც. ასევე ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება.
შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით.

ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, – დასძინა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მხარი დაუჭირა.

იტვირთბა....